კონკურსი

RHIYC - ის შესახებ
RHIYC - "სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინიციატივა" ფართომასშტაბიანი პროექტია, რომლის შემუშავებაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამირკავკასიელმა ახალგაზრდებმა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს ახალგაზრდობის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. პროექტის წარმატებით განხორციელება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ამიერკავკასიაში ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში. პროექტი დაეხმარება ქვეყნებს  ათასწლეულის განვითარების მიზნების  მიღწევაში და აგრეთვე ხელს შეუწყობს ევროინტეგრაციის პროცესს.